კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული „ქართული მარშის“ ორი წევრის სასამართლო პროცესი გადაიდო
კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული „ქართული მარშის“ ორი წევრის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული „ქართული მარშის“ ორი წევრის პროცესი გადაიდო.

საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებული გუშინდელი აქციის ორი მონაწილის, ირაკლი ხომასურიძის და ლაშა კობალაძის საქმეზე.

მათ სამართალდამცავი უწყება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.

დაკავებულების ადვოკატი და ორგანიზაცია „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მოსამართლემ დაკავებულების ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა, სხდომა გადაიდო, რათა მხარეს მტკიცებულებების გაცნობის საშუალება მიეცეს.

ირაკლი ხომასურიძის და ლაშა კობალაძის საქმეზე სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი