კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა.

მაყურებლები შეობიდან პოლიციელების დახმარებით გადიან.

კინოთეატრის წინ ისევ მიმდინარეობს „ქართული მარშის“ წარმომადგენლების აქცია, რომლებიც ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ.