კინოსტუდია Warner Bros თოჯინა ბარბიზე ფილმს გადაიღებს
კინოსტუდია Warner Bros  თოჯინა ბარბიზე ფილმს გადაიღებს

კინოსტუდია Warner Bros მსოფლიოში ყველაზე ცნობილ თოჯინა ბარბიზე ფილმს გადაიღებს. ფილმში მთავარ როლს ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი შეასრულებს. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბარბის როლი ენ ჰეთეუეის უნდა ეთამაშა, თუმცა მოგვიანებით, არჩევანი მარგო რობიზე შეჩერდა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ბარბის გარეგნობა არ შეეფერება იმ ქვეყნის სილამაზის სტანდარტებს, სადაც ცხოვრობს, ამიტომ მას „ბარბილენდიდან“ აგდებენ. ამის შემდეგ ბარბი სხვა სამყაროში მოხვდება, სადაც ადგილი ყველასთვის მოიძებნება.