კინოოპერატორ გიორგი გერსამიას ხვალ მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

15:08, 25.05.2026

ცნობილ ქართველ კინოოპერატორს, გიორგი (გია) გერსამიას ხვალ, 26 მაისს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გია გერსამია 1939 წლის 7 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან დამდგმელ ოპერატორად მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე წელს გადაიღო მიხეილ კობახიძის სადიპლომო ფილმი „კარუსელი“.

1965 წელს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული ფილმით („მიხა“) საფუძველი ჩაეყარა მის ხანგრძლივ თანამშრომლობას კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან და იგი მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრული ფილმების – „დიდი მწვანე ველი“ (1967), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ (1973), „მწვერვალი“ (1976), „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981) დამდგმელი ოპერატორია.

გია გერსამიას ნამუშევრებს შორისაა აგრეთვე ელდარ შენგელაიას – „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), ლიანა ელიავას – „გზის დასაწყისი“ (1982), მიხეილ ჭიაურელი უმცროსის – „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), ბიძინა ჩხეიძის ფილმები: „რივარესი“ (1987), „ზმანებანი აღლუმებს შორის“ (1989) და „გრანტუსი“ (1994); ასევე, მერაბ თავაძის – „ხვეული კიბით“ (გ. ბერიძესთან ერთად, 2001 წელს – საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი გამოსახულებისთვის), რეზო ესაძის – „ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ (1992-2003 წლები, ლევან პაატაშვილsa და დავით გუჯაბიძესთან ერთად), დავით ჯანელიძის – „მეიდანი – სამყაროს ჭიპი“ (დოკუმენტური, 2004), ირაკლი შავლიაშვილის – „მონეტა“ (2005), დავით ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“ (2009) და სხვ.

გია გერსამია წლების განმავლობაშ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში  საოპერატორო ხელოვნებას ასწავლიდა.

1988 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1999 წელს დაჯიდლოვდა ღირსების ორდენით.

მსგავსი