მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა კომენტარი გაუკეთა თავის გეგმებს იმ შემთხვევისთვის, თუ ტრავმირებული კოჭის სამკურნალოდ კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება.
„მე ვერ დავთანხმდები მესამე ოპერაციას. თუ ჩემი ფეხი არ არის ფეხბურთის თამაშისთვის გამოსადეგი, სპორტს მივატოვებ. რთული წელი მქონდა. ყველაფერი უცებ თავდაყირა დადგა, არადა, ეს ჩემი პირველი ტრავმა იყო. იმედია, აღარასოდეს მომიწევს ვიდარდო იმის გამო, რისი გადატანაც მომიწია. მაგრამ, თუ მაინც დამჭირდება კოჭზე დამატებითი ოპერაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელის კარიერას დავასრულებ. ასეთ შემთხვევაში, მე, უბრალოდ, მზად არ ვიქნები უმაღლეს დონეზე სათამაშოდ“, – განაცხადა კომანმა „ფუტბოლ იტალიასთან“ (Football Italia) კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, 22 წლის ფრანგმა შემტევმა კოჭის მყესები გაიწყვიტა და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.