კიმი რაიკონენი ერთი წლით ფერარიში რჩება
კიმი რაიკონენი ერთი წლით ფერარიში რჩება

„ფერარის“ 38 წლის პილოტი კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ში მინიმუმ, კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს.

იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი წლით გაუხანგრძლივოს კონტრაქტი მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, – წერს გაზეთი Corriere della Sera.

ადრე ვარაუდობდნენ, რომ რაიკონენს „ფერარიში“ „ზაუბერის“ პილოტი შარლ ლეკლერი შეცვლიდა. ახლა, ახალგაზრდა პილოტს 2019 წლისთვის „ჰაასის“ რიგებში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, სადაც ფრანგი რომენ გროსჟანი უნდა შეცვალოს.

უფრო ადრე რაიკონენმა განაცხადა, რომ მისთვის პრობლემა არ იქნება ფორმულა 1-დან წასვლა.