კიმ იო ჯონგი - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმიჯისთვის სჯობს, მოკეტოს
კიმ იო ჯონგი - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმიჯისთვის სჯობს, მოკეტოს

უნდა მოკეტოს, – ასე უპასუხა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მისივე იმიჯისთვის სჯობს, რომ მოკეტოს, ვიდრე სისულელეები ილაპარაკოს. არავინ ცვლის საკუთარ ბედს სიმინდის ნამცხვარზე“, – განაცხადა კიმ ჩენ ინის დამ.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდა. სამხრეთ კორეის მინისტრმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე მუშაობს, კიმ იო ჯონგის ამ კომენტარს ძალიან უპატივცემულო და უხამსი უწოდა.

ეს პირველი კომენტარია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა იუნ სუკ იოლის გეგმაზე, რომელსაც თავად „გაბედულს“ უწოდებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გეგმა მაისში წარადგინა.