კიმ იო ჩენი - ვაშინგტონისა და სეულის სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ფხენიანი უფრო მეტ სამხედრო ძლიერებას გამოავლენს
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-სა და სამხრეთ კორეას საპასუხო ზომებით ემუქრება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და კიმ იო ჩენი აცხადებს, რომ ვაშინგტონისა და სეულის სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების საპასუხოდ ფხენიანი უფრო მეტ სამხედრო ძლიერებას გამოავლენს.
კიმ იო ჩენის განცხადებით, ვაშინგტონსა და სეულს შორის მიღწეული შეთანხმება სამხრეთ კორეის ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და აჩვენებს „უკიდურეს“ მტრობას ჩრდილოეთ კორეის მიმართ.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის და სამხრეთ კორეის შეთანხმება ადასტურებს, რომ ქვეყანამ „ბირთვული ომის შემაკავებელი საშუალება“ კიდევ უფრო მეტად უნდა დახვეწოს.
კიმ იო ჩენმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ აგრესიას კიმის რეჟიმის დასასრული მოჰყვება და აშშ-ის ლიდერს „უპასუხისმგებლო მამაცი“ უწოდა.