კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პაკ ჩენ ჩონი მმართველი მშრომელთა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის პოსტს იკავებდა. ის ახლა რი იონ გილმა ჩაანაცვლა.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, საკადრო ცვლილების შესახებ კომიტეტის ყოვეწლიურ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თუმცა მიზეზი არ დასახელებულა.