კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა
კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან კიდევ ერთი წერილი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის წერილი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 1-ელ აგვისტოს მიიღო.

„ორ ლიდერს შორის არსებული მიმოწერა არის სინგაპურის შეხვედრის შედეგი და იმის ნიშანი, რომ მხარეები დეკლარაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებენ“,- განაცხადა სანდერსმა.

შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეამ, კორეის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ნაშთები ამერიკას გადასცა. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება კიმ ჩენ ინთან მორიგ შეხვედრას.