კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის გამო ქალაქ კესონში კარანტინი გამოაცხადა
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის გამო ქალაქ კესონში კარანტინი გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის გამო სასაზღვრო ქალაქ კესონში კარანტინი გამოაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ სიტუაცია კრიტიკულია.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის სიმპტომები აქვს, ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში სამი წლის წინ წავიდა. ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, პირმა სახელმწიფო საზღვარი 19 ივლისს უკანონოდ გადაკვეთა.

ადგილობრივი მედია არ აზუსტებს, ჩაუტარდა თუ არა საეჭვო სიმპტომების მქონე პირს ტესტირება.

დატოვე კომენტარი