ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვული განიარაღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა, აშშ-ის დელეგაციასთან გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, სურვილის არარსებობის შემთხვევაში, ვიეტნამში არ ჩავიდოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ჩრდილოეთ კორეა მზად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, კიმ ჩენ ინმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებაზე სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანში და ვაშინგტონში საკოორდინაციო ოფისების გახსნის იდეას მიესალმა.
აშშ-ჩრდილო კორეის სამიტის მეორე დღეს, ორი ქვეყნის ლიდერი ერთი ერთზე ფორმატში, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ამჟამად სამუშაო სადილზე ხვდებიან. პრესკონფერენცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი