კიმ ჩენ ინის მეუღლე ტელეეკრანზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა
კიმ ჩენ ინის მეუღლე ტელეეკრანზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის მეუღლე რი სოლ ჟუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რი სოლ ჟუ მეუღლესთან ერთად კონცერტს ესწრება.

რი სოლ ჟუ კიმ ჩენ ინთან ერთად ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებას, თუმცა ბოლო ერთი წელია, არ გამოჩენილა, რამაც საერთაშორისო მედიაში კითხვები გააჩინა.

სამხრეთკორეული მედია ვარაუდობდა, რომ რი სოლ ჟუ საჯარო შეკრებებში მონაწილეობისგან თავს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო იკავებდა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, ქვეყანაში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.