კიმ ჩენ ინის და ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის კიდევ ერთი სამიტი უსარგებლო იქნება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ ერთი სამიტი უსარგებლო იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კიმ იო ჩენის განცხადებით, დონალდ ტრამპთან სამიტი მხოლოდ ვაშინგტონისთვის იქნება მომგებიანი. კიმ იო ჩენმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, აშშ-სთან კიდევ ერთი სამიტი შესაძლოა, არ ჩატარდეს, თუმცა ასევე დასძინა – „ჩვენ ზუსტად არასდროს ვიცით“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიმ ჩენ ინთან მორიგი შეხვედრის სურვილი გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.