კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა
კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის აპირებს, შეასრულოს გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტზე მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა და სერგეი ლავროვმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების გზები, რათა აქტიურად უპასუხონ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს.

როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დარდყნობით წერს, „ორივე მხარემ გაცვლა შეხედულებები ერთობლივი მოქმედებების გააქტიურებაზე რამდენიმე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“.