კიმ ჩენ ინი კორეის ომის დასრულების დეკლარაციის ხელმოწერამდე ბირთვული ობიექტების სიის გადაცემაზე უარს აცხადებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორეის ომის დასრულების დეკლარაციის ხელმოწერამდე ბირთვული ობიექტების სიის გადაცემაზე უარს აცხადებს.
იაპონური გამოცემა Yomiuri-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თხოვნაზე, წარედგინა ბირთვული ობიექტების სია, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ სანდო ურთიერთობების არარსებობის პირობებში, აშშ სიის ნამდვილობაში ეჭვს შეიტანს და არ დაიჯერებს.
გამოცემა წერს, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების წინაპირობად ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ნდობის გაძლიერება დაასახელა.
აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ურთიერთობების გაუმჯობესებაზე 12 ივნისის სამიტზე შეთანხმდნენ.