კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს აპრილში რუსეთში შეხვდებიან

16:15, 18.04.2019

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს აპრილის მეორე ნახევარში, რუსეთში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, ასევე უცნობია ადგილიც.

ვლადიმერ პუტინის დამხმარე იური უშაკოვი აცხადებს, რომ შეხვედრისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

ოფიციალური მოსკოვი ფხენიანს შეხვედრის რამდენიმე ადგილს სთავაზობს.

მსგავსი