კიმ ჩენ ინი აშშ-ს დაძაბულობისა და პროვოკაციების გაღვივებაში ადანაშაულებს
კიმ ჩენ ინი აშშ-ს დაძაბულობისა და პროვოკაციების გაღვივებაში ადანაშაულებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აშშ-ს დაძაბულობისა და პროვოკაციების გაღვივებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კორეა არასდროს ყოფილა ბირთვული ომის ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც ახლა. ინფორმაციას „როიტერი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფხენიანში გამართულ სამხედრო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ სცადა მოლაპარაკებების წარმოება ვაშინგტონთან, თუმცა შედეგებმა მხოლოდ გამოაჩინა აშშ-ის „აგრესიული და მტრული“ პოლიტიკა ფხენიანის მიმართ.

ამასთან, კიმ ჩენ ინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გააგრძელებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის სტრატეგიული პოზიციის გასამტკიცებლად.​​​​​​​​​​​​​​​