კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევები არ ფიქსირდება
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევები არ ფიქსირდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევები არ ფიქსირდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამის შესახებ მან ფხენიანში, „შრომის პარტიის“ დაარსების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სიენენი“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანში გამართულ სამხედრო აღლუმზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა, ხოლო დამსწრეები სოციალური დისტანცირების წესებს არ იცავდნენ.