კილიან მბაპემ პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
კილიან მბაპემ პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს. როგორც გაზეთი Marca იტყობინება, საფრანგეთის ნაკრების ლიდერს არ სჯერა პსჟ-ის პროექტის და უკვე შეატყობინა ხელმძღვანელობას კლუბის შეცვლის სურვილის შესახებ.

22 წლის მბაპეს ამჟამინდელი კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში. მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს ახალ ხელშეკრულებაზე, ფეხბურთელს კი უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ მადრიდის  „რეალში“ გადასვლას. ივნისის დასაწყისში „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ კლუბი არ გაყიდის მბაპეს და ის არც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.