კილიან მბაპემ ფიზიკური დაღლილობის გამო დაიჩივლა
კილიან მბაპემ ფიზიკური დაღლილობის გამო დაიჩივლა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფება.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ არა სეზონის დასაწყისში, არამედ ბოლოში ვართ და მალე მე-60 მატჩი უნდა ვითამაშოთ. ჩვენ სათამაშო მარათონი გვაქვს გაჩაღებული. ჩვეულებრივ, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიდიხარ, დასვენება გჭირდება. თუმცა, ჩვენ დასვენებისთვის დრო არ გვქონდა“, – თქვა მბაპემ.

„პარი სენ-ჟერმენი“ 28 ოქტომბერს ჩაატარებს მორიგ შეხვედრას – ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ისთანბულ ბაშაქშეჰირს“ შეხვდება.

დატოვე კომენტარი