კილიან მბაპე – პირველ ნახევარში ინგლისმა მდგომარეობიდან გამოგვიყვანა #1TVSPORT
„თავი სასაცილოდ გავიხადეთ“ – ასეთი კომენტარი გააკეთა კილიან მბაპემ ინგლისთან მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის წაგებული (4:6) მატჩის შესახებ.
„იყო ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი. მესმის, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ პირველ ნახევარში თავი სასაცილოდ გავიხადეთ, მაგრამ ჩვენც ხომ უბრალო ადამიანები ვართ.
პირველ ნახევარში გაოგნებულები ვიყავით, რადგან ინგლისმა მდგომარეობიდან გამოგვიყვანა. მეორე ტაიმში ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ეს უმაღლესი დონის ფეხბურთელებს შეშვენის“, – ციტირებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი მბაპეს სიტყვებს, რომლიც 10 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.