კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს დაემშვიდობა #1TVSPORT
კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს დაემშვიდობა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ახლოსაა მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა Cuatro-მ. წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი უკვე გამოემშვიდობა პარიზულ კლუბში თავის თანაგუნდელებს და აცნობა მათ გარიგებაზე, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

ესპანური პრესის ცნობით, მბაპეს ტრანსფერი „რეალში“ ორ დღეში უნდა გაფორმდეს. ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები მზად არიან გადაიხადონ 170 მილიონი ევრო, რასაც ბონუსის სახით კიდევ 10 მილიონს დაუმატებენ.

ვარაუდობენ, რომ მბაპე შაბათს ჩაფრინდება მადრიდში, რის შემდეგაც საფრანგეთის ნაკრებში გაემგზავრება შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებლად.

დატოვე კომენტარი