კილიან მბაპე – „ოქროს ბურთი“? არ არის არც ერთი ფეხბურთელი, ვინც სეზონი ჩემზე უკეთ ჩაატარა #1TVSPORT
Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between Atalanta BC and Real Madrid C.F. at Stadio di Bergamo on December 10, 2024 in Bergamo, Italy. (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ შეაფასა საკუთარი შანსები 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მოპოვებაზე.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წელს შემიძლია „ოქროს ბურთის“ მოგება. ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია, და დრო ცოტა რჩება… ობიექტურად, მესმის იმ ადამიანების, ვინც ხმას სხვანაირად აძლევს. არ არსებობს აზრის დიქტატურა. მაგრამ, როდესაც არგუმენტებსა და კონკურენციას აანალიზებ, ჩემთვის „ოქროს ბურთის“ მინიჭება უსამართლობა არ იქნება. გასული სეზონი ჩემზე უკეთ არავის ჩაუტარებია“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გასულ სეზონში მბაპე სამი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ჩემპიონთა ლიგის (15 გოლი), ლა ლიგასი (25) და მსოფლიო ჩემპიონატის (10).