„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ განცხადება გააკეთა თავის მომავალთან დაკავშირებით, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ.
ფეხბურთელის სიტყვებით, მას ჯერ არაფრის შესახებ გამოუცხადებია, ამიტომაც ამ მომენტისთვის არაფრის თქმა არ შეუძლია.
„საკუთარ მომავალზე ჯერ არაფერი მითქვამს, რადგან ჯერ არაფერი მაქვს გამოსაცხადებელი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა რაღაც მექნება გამოსაცხადებელი, მე ამას გავაკეთებ, როგორც ნამდვილი მამაკაცი“, – განაცხადა კილიან მბაპემ.
ფორვარდის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ივნისში იწურება. დიდი ალბათობით, მბაპეს ახალი კლუბი იქნება მადრიდის „რეალი“.