კიკეთში სროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, არიან დაჭრილები

19:04, 17.09.2022

კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები.

სროლისას დაჭრილი ორი ქალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ არის გადაყვანილი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს კლინიკაში.​ ​მათი თქმით, პაციენტებს პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

კიკეთში დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.

მსგავსი