კიკბოქსინგი | საბა კოვზაძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
კიკბოქსინგი | საბა კოვზაძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

15 წლის ქართველმა, საბა კოვზაძემ კიკბოსინგში თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი საბერძნეთში ვარჯიშობს და კლუბ „ხალკიდას“ ღირსებას იცავს.

„უდიდესი წარმატება კიკბოქსინგის კლუბ „ხალკიდასისთვის“, საბა კოვზაძემ WAKO-ს ევროპის თასზე 54 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა“, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ საიტზე.

შეჯიბრება ქალაქ ხალკიდაში, SUNEL ARENA-ზე 23-25 იანვარს გაიმართა. საბა კოვზაძე საბერძნეთში, ოჯახთან ერთად, კუნძულ ევიაზე ხუთი წლის ასაკიდან ცხოვრობს.