კიეზა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
კიეზა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ გარემარბმა ფედერიკო კიეზამ მიიღო Pallone Azzurro-ს პრიზი, როგორც 2021 წელს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელმა.

პრიზს გადასცემს იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, გამარჯვებულს კი ავლენენ გულშემატკივრები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან იტალიის ნაკრების ფანკლუბში.

ამჯერად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო რვა ათასზე მეტმა ადამიანმა. აქედან 46-მა პროცენტმა ხმა კიეზას მისცა. 20 პროცენტი მიიღო „ინტერის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ, 14 პროცენტი – „რომას“ მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ.

24 წლის კიეზამ იტალიის ნაკრებში 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.