კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, დნეპროვსკის ოლქში კი მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა

11:02, 11.09.2026

გასულ ღამეს კიევზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, დნეპროვსკის ოლქში კი მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დნეპროვსკის ოლქში ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას ხანძარი გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა შვიდი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, კიდევ შვიდი კი სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს დამატებითი დახმარების მისაღებად.

მედიის ცნობით, ობოლონსკის ოლქში, მტრის თავდასხმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გასულ ღამეს ზაპოროჟიეზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დედა-შვილი დაშავდა.

მსგავსი