კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულია 38 ადამიანი. როგორც კლიმენკო აცხადებს, ათამდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დარტყმების ადგილებში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 29 აგვისტოს კიევში გლოვის დღე გამოცხადდა.

რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას და ბრიტანული საბჭოს ოფისს.

ბრიტანული საბჭოს განცხადებით, ოფისს სერიოზული დაზიანებები აქვს და ვიზიტორებისთვის დაიხურება.