კიევზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

12:02, 15.09.2026

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

თავდასხმის სამიზნე კიევის ოთხი რაიონი გახდა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, მტრის დრონმა ქალაქის დარნიცის რაიონში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა. კლიჩკომ ასევე დასძინა, რომ ობოლონის რაიონში საწყობი დაბომბეს.

საპერნო-სლობოდსკაიას ქუჩასა და ნაუკის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია. გზაზე ნამსხვრევებია მიმოფანტული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხოლოდ სოლომენის რაიონში ექვსი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი