კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა, დამწვარია ავტომობილები, დაზიანებულია თბომაგისტრალი
კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა. დამწვარია ხუთი ავტომობილი. ასევე დაზიანებულია თბომაგისტრალი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებენ.
რაკეტების ნამტვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მიერ განხორციელდა.