კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმისას ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა
კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმისას ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა

კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმისას ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ღამით თავდასხმის დროს რუსეთმა სამიზნეში ასევე დიპლომატები ამოიღო, რაც ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევაა.

„დაზიანდა უკრაინაში ევროკავშირის მისიის შენობა. ეს საჭიროებს დაგმობას არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან და მზად ვართ დახმარებისთვის“, – დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.

სიბიგას განცხადებით, უკრაინა ითხოვს მტკიცე საერთაშორისო რეაქციას კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის სასტიკი დარტყმების შემდეგ.

„რუსეთმა მოკლა, სულ მცირე, რვა ადამიანი, რომელთა შორის ბავშვია, და იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მიუხედავად იმისა, თუ რა თქვა პუტინმა ალასკაში, მისი რეალური ქმედებები უარყოფს დიპლომატიას, დიალოგს და სამშვიდობო ძალისხმევას“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, 30-ზე მეტი კი დაშავდა.