კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია
კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია.
ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ადასტურებს.
მისივე ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილია 10 დაშავებული, აქედან ოთხი მცირეწლოვანია, დანარჩენ დაზარალებულებს ამბულატორიული დახმარება გაუწიეს.
კიევზე იერიში ღამით განხორციელდა, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაღუპულია ორი, ხოლო კიევის ოლქში – ოთხი ადამიანი.