კიევში, უკრაინის სასამართლო რეფორმის საკითხზე გამართულ შეხვედრას ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა

14:55, 01.07.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რევოლუციური სასამართლო რეფორმის ფუნდამენტური კონცეფციის მომზადება დაავალა.

მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ფოტოები სახელწოდებით, „ქართული დესანტი“, სადაც ამ თემაზე გამართული შეხვედრაა ასახული.

ფოტოებზე, უკრაინის პრეზიდენტის გარდა, ჩანან თავად მიხეილ სააკაშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და შემოსავლების სამსახური ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ცხაკაია.

მსგავსი