კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო
კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო

დღეს კიევში უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტი დაიწყო, რომლის ფარგლებში არაერთი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინმა დაიწყეს უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის შეხვედრა, რომელიც კიევში მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკი დღეს დილით შეხვდა ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და მათ ღონისძიების დაწყებამდე უკვე ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი