კიევში უცნობი მამაკაცი „უნივერსალ ბანკის“ შენობაში შეიჭრა და მისი აფეთქებით იმუქრება
კიევში უცნობი მამაკაცი „უნივერსალ ბანკის“ შენობაში შეიჭრა და მისი აფეთქებით იმუქრება

კიევში უცნობი მამაკაცი „უნივერსალ ბანკის“ შენობაში შეიჭრა და მისი აფეთქებით იმუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ამჟამად მხოლოდ ბანკის ხელმძღვანელი იმყოფება, რომელიც თავდამსხმელთან ერთად ნებაყოფლობით დარჩა. ბანკის სხვა თანამშრომლებმა შენობა უკვე დატოვეს.

შენობაში შეჭრის შემდეგ, მამაკაცმა თანამშრომლებს პოლიციაში დარეკვა მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებთან კონტაქტზე გასვლის შემდეგ კი თავდამსხმელმა პირდაპირ ეთერში გასვლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შენობის აფეთქებით იმუქრება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის უზბეკეთის მოქალაქეა.