კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრას საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის წარმომადგენლებიც ესწრებიან

16:25, 06.09.2026

უკრაინის დედაქალაქში, ამერიკული დელეგაციის პარალელურად, იმყოფებიან ევროპელი პარტნიორებიც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებიან საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის წარმომადგენლები.

„ერთად ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის“, – აღნიშნავს ბუდანოვი.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან უკრაინული მხარის შეხვედრა ადგილობრივი დროით 14:20 საათისთვის დაიწყო.

მსგავსი