კიევში, სარაკეტო თავდასხმის დროს „ინსაიდერის“ ჟურნალისტი დაიღუპა

00:40, 24.03.2022

კიევში გამოცემა „ინსაიდერის“ ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა ადასტურებს.

გავრცელებული ცნობით, ბაულინა პოდოლსკის რაიონში გადაღებაზე იმყოფებოდა და სარაკეტო თავდასხმაში მოყვა.

„ინსაიდერის“ ცნობით, მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი თანმხლები პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი