კიევში ქალს ჩანთა გასტაცეს, რომელშიც 1,3 მილიონი გრივნა იდო, დაზარალებული ამტკიცებს, რომ მძარცველი ქართველია
კიევში ქალს ჩანთა გასტაცეს, რომელშიც 1,3 მილიონი გრივნა იდო, დაზარალებული ამტკიცებს, რომ მძარცველი ქართველია

კიევში ქალს მოპარეს ჩანთა, რომელშიც 1,3 მილიონი გრივნა იდო. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მძარცველი ქართველი იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პოლიციის განყოფილების სიახლოვეს მოხდა.

გამომძიებლების თქმით, ქალი მანქანაში იჯდა, როდესაც მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა. ამ დროს გვერდით მეორე მანქანა გაჩერდა, რომლიდანაც გადმოვიდა მამაკაცი და ქალს ჩანთა გასტაცა. დაზარალებული ქალი მძარცველს დაედევნა, თუმცა მან გაქცევა მოასწრო.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ბოროტმოქმედებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქალს ჩანთაში სოლიდური თანხა ჰქონდა. სამართალდამცავების თქმით, მძარცველები სავარაუდოდ იმ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის თანამშრომლები იყვნენ, სადაც ქალმა ფული გადაახურდავა. თავად დაზარალებული ამტკიცებს, რომ მძარცველი ქართველი იყო. პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.