კიევში პოლონეთის დროშის დაწვის გამო, პოლონეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს
კიევში პოლონეთის დროშის დაწვის გამო, პოლონეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში პოლონეთის საელჩოს წინ ქვეყნის დროშის დაწვის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

საგარეო უწყებაში პოლონეთში უკრაინის ელჩის მოადგილე დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ხელისუფლება გმობს აღნიშნულ ფაქტს და ინციდენტის შესახებ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

ინციდენტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი მიკრობლოგთვითერის“ საშუალებით გამოეხმაურა.

„ეს არის მორიგი პროვოკაცია, ვერაგული თავდასხმა ჩვენს მეგობრობაზე. კეთილი ადამიანები არასდროს ანადგურებენ სხვა ერების სიმბოლოებს“, – წერს პავლო კლიმკინი.