კიევში  პოლიციასა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას 11 სამართალდამცველი და ორი მოქალაქე დაშავდა
კიევში პოლიციასა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას 11 სამართალდამცველი და ორი მოქალაქე დაშავდა

დილით, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში პოლიციასა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, 11 სამართალდამცველი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

კიევის პოლიციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზნით ჩხრეკას ატარებდნენ, აქტივისტებმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, მათი მიზანი სამართლადმაცველების პროვოცირება იყო.

კიევის პოლიციის განცხადებით, აქციის არც ერთი მონაწილე დაკავებული არა არის.

კიევში, უკრაინის რადასთან, ე.წ. კარვების ქალაქში გამთენიისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.