კიევში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საპროტესტო აქცია დასრულდა
კიევში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საპროტესტო აქცია დასრულდა

კიევში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საპროტესტო აქცია, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვდნენ, დასრულდა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აქციის დასრულების შემდეგ კომენტარი აღარ გააკეთა. თავად აქტივისტები კი აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან როდის შეიკრიბებიან.

მომიტინგეები ამბობენ, რომ საკუთარი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მითითებებს ელოდებიან.

აქტივისტების თქმით, აქციაზე ისინი უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ ჩასული.