კიევში დმიტრო კულებასა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს
კიევში დმიტრო კულებასა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი, ენტონი ბლინკენი ევროპის ამ ნაწილში პირველი ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩამოვიდა. უკრაინისა და ამერიკის, როგორც დემოკრატიული მოკავშირეების ურთიერთქმედება ცენტრალურ ევროპასა და შავ ზღვაში – ეს არის ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი“, – წერს დმიტრო კულება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში ჩავიდა.