კიევში დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა
კიევში უკრაინელ დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლოვს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვიაჩესლავ სობოლოვი კიევის საოლქო საბჭოს წევრია. თავად სობოლოვი სროლის შედეგად არ დაშავებულა.
ჯერ უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სობოლოვი ასევე არის დონეცკელი ბიზნესმენი. 2010-2011 წლებში ის „ნაფტოგაზის“ დირექტორი იყო.