კიევში, დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
რუსულმა ძალებმა კიევში, დარნიცკის რაიონში მდებარე 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი.
„სამწუხაროდ, დარნიცკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ“, – ნათქვამია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შემთხვევის ადგილას მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ.