კიევში აცხადებენ, რომ პრორუსული სამხედრო დაჯგუფებები დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უტევენ
კიევში აცხადებენ, რომ პრორუსული სამხედრო დაჯგუფებები დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უტევენ

კიევში აცხადებენ, რომ პრორუსული სამხედრო დაჯგუფებები დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უტევენ. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, „ოკუპანტები მინსკის შეთანხმების აკრძალულ შეიარაღებას იყენებენ“,

„მტერი იყენებს 120 მმ-იანი კალიბრის ნაღმმტყორცნებს. ასევე ცეცხლს ხსნის სხვადასხვა ყუმბარმტყორცნიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან“, – ნათქვამია ოპერატიული შტაბის ინფორმაციაში.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, მეტოქე აქტიურ შეტევაზე გადავიდა და ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადა.

როგორც იუწყებიან, არიან დაღუპულებიც, თუმცა მათი რიცხვი არ სახელდება.

თავის მხრივ, თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ამტკიცებენ, რომ ცეცხლი უკრაინელმა სამხედროებმა გახსნეს.

დონბასში ვითარების დაძაბვის გამო, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო საგანგებო სხდომას მართავს. უკრაინის დროით 12:00 საათზე გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, რომელზეც დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციას გაავრცელებენ.

დატოვე კომენტარი