კიევში 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება
კიევში 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება

კიევში 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება.

როგორც უკრაინული მედია წერს, დღესასწაული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინელებისა და ქართველების მეგობრობას.

„თბილისობის“ ფარგლებში უკრაინის დედაქალაქში გაიმართება გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, რამდენიმე ქართველი ავტორის წიგნის პრეზენტაცია და კონცერტი, რომლის დროსაც ქართული და უკრაინული ეროვნული ცეკვა და სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

ორგანიზატორების თქმით, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსები, გათამაშებები და ქართული კალიგრაფიის მასტერ კლასი. გაიმართება ქართული ღვინის და კერძების გამოფენაც.