კიევში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება
კიევში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

კიევში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება.

შემზღუდავი ზომები სამ კვირას იმოქმედებს, რომლის განმავლობაში დაიხურება თეატრები და სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იფუნქციონირებს, სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავლენ, ასევე, სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა დასწრება აიკრძალება, საჯარო სამსახურის მოხელეები დისტანციურად იმუშავებენ.

უკრაინის დედაქალაქში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 30 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით კი ახალი შემთხვევების რიცხვი 15 000-ს აჭარბებს.