კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა
კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა

კიევის პეჩერსკის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქვეყნის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა.

ინფორმაციას უკრაინული მედია პეტრო პოროშენკოს ადვოკატზე, იგორ გოლოვანზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოროშენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით მიმდინარეობს.

პეტრო პოროშენკო უკრაინაში არ იმყოფება. მან სოციალურ ქსელ „ფეისუქზე“ განაცხადა, რომ ქვეყანაში 17 იანვარს დაბრუნდება და სასამართლოზე მივა.

დატოვე კომენტარი